ინგლისური ენის სასაუბრო კლუბის შეჯამება

დასრულდა, კიდევ ერთი, ინგლისური ენის სასაუბრო კურსის შეხვედრები.

ჩვენმა მოხალისემ და კურსის მონაწილეებმა, მშობლები მოიწვიეს და ორთვიანი სამუშაო პროცესი შეაჯამეს.

კურსის მიზანი იყო ბავშვებს, მხიარულ, სასიამოვნო და საინტერესო გარემოში, გაეუმჯობესებინათ კომუნიკაციის და სასაუბრო ინგლისურის უნარები.

შეხვედრის ბოლოს კურსის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ორგანიზაცია „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის“ მადლობას უხდის კურსის თითოეულ მონაწილეს და მშობლებს მხარდაჭერისთვის.