19 ნოემბერს ორგანიზაციას – ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) ჰქონდა პატივი ემასპინძლა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ფონდის საქართველოში და ორგანიზაციის საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის წარმომადგენლებისთვის. მათი მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით სამტრედიის დღის ცენტრში შეგვექმნა ჯანსაღი, მდგრადი და თანამედროვე სივრცე ბავშვებისთვის. შეხვედრას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია მეიშვილი და განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე ესწრებოდნენ. HEAD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო კუპატაძემ სტუმრებს დაათვალიერებინა თანამედროვე მატერიალურ ტექნიკური ბაზით აღჭურვილი ცენტრის სივრცე – თერაპიული, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ოთახები. კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ფონდს საქართველოში და ორგანიზაციას საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის მხარდაჭერისთვის და იმ მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის, რაც პროექტის განხორციელების შედეგად მოგვეცა.