ყოველწლიურ ტრადიციად იქცა თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „საპოვნელა“ სერვისით მოსარგებლეების ვიზიტი აჭარაში, ეს არის დღე, რომელსაც ბავშვები მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებული მოლოდინით ელიან.
წელსაც, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბავშვებმა კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე გაატარეს. ისინი დაესწრნენ დელფინების შოუს, გაისეირნეს გემით, აღმოაჩინეს ახალი, საინტერესო ადგილები და უამრავი დადებითი ემოციითა და ბედნიერი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ.
მსგავსი ვიზიტები ბავშვებისთვის მხოლოდ გასართობი არ არის, ეს მათთვის არის ახალი გამოცდილების მიღების, სამყაროს უკეთ გაცნობის, დამოუკიდებლობის გაძლიერების და დაუვიწყარი მოგონებების შექმნის შესაძლებლობა. მადლობა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბათუმის დელფინარიუმის დირექციას მრავალწლიანი მეგობრობის, თანადგომისა და თბილი მასპინძლობისთვის.

