ზაფხული საგურამოს დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის

განსაკუთრებულად სასიამოვნოდ ჩაიარა ზაფხულმა საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ სერვისით მოსარგებლეებისთვის. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ათი დღე, შავი ზღვის მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე, დაბა ურეკში გაატარეს. დაუვიწყარი დღეების რიცხვს დენდროლოგიურ პარკში ვიზიტიც შეემატა, სადაც იშვიათი ჯიშის ფრინველები და ასწლოვანი ხეები ნახეს. სერვისით მოსარგებლეების ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ზაფხულის პერიოდში მათი დასვენება-რეაბილიტაცია მთელი წლის განმავლობაში შეუწყობს ხელს მათი ჯანმრთელობის და ფსიქო–ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დადებითად აისახება მათი ცხოვრების ხარისხზე.