ორგანიზაციამ ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების თანამშრომლებისთვის სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მონაწილეებს გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის სამუშაო გამოცდილება და მიღწეული შედეგები, ესაუბრათ მუშაობის პროცესში წარმოქმნილ წინააღმდეგობებზე და ერთად ემსჯელათ გადაჭრის გზებზე. სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული და საჭიროებებზე ორიენტირებული თერაპიული სერვისები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფონდიდან. პროექტს ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) ახორციელებს.