დღის ცენტრები

დღის ცენტრები

„ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის“ (HEAD) – საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში, მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და პირებთან. დღის ცენტრების მართვის მრავალწლიანმა გამოცდილებამ, ორგანიზაციას დაუგროვა ექსპერტული ცოდნა ჯანსაღი, მდგრადი და საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების. მიმდინარე ეტაპზე, HEAD -ი ადმინისტრირებას უწევს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებს: ქუთაისში, სამტრედიაში, თერჯოლასა და საგურამოში. მომსახურება მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა მხარდაჭერას, სწავლებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას, მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.