დღეს დილიდან ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში “დიმნა” დიდი მხიარულებაა… სტუმრებთან ერთად ცენტრის აღსაზრდელის საბა ტაბეშაძის დაბადების დღე ავღნიშნეთ. საბას ცენტრის მეგობრებმა ბუშტებით, ფოიერვერკით, სიმღერითა და კეთილი სურვილებით მიულოცეს იუბილე, ბოლოს კი მასთან ერთად ჩაიფიქრეს ფერადი სურვილები და ტორტი ჩააქრეს. ორგანიზაციის სახელით გვსურს დიდი სიყვარულით მივულოცოთ ჩვენს აღსაზრდელს დაბადების დღე! ვუსურვოთ წინსვლა, განვითარება და ახალი მიღწევები!