View Post

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნა შშმ ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებში

ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევებისა და განვითარებისთვის მიერ ადმინისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებში აღინიშნა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე.

2026 წლის გზავნილი – „ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ – კიდევ ერთხელ გვახსენებს თანადგომის, მხარდაჭერის და ერთიანობის მნიშვნელობას.

ამ დღის აღსანიშნავად, ბავშვებმა დიდი სიყვარულითა და მონდომებით მოამზადეს თემატური პოსტერები, რომლებშიც საკუთარი ხედვა და ემოციები გამოხატეს. განსაკუთრებული მადლობა მაღაზიას Orgservice/ორგსერვისის, რომელმაც უსასყიდლოდ გადასცა დღის ცენტრებს საჭირო მასალები და ამ მნიშვნელოვანი დღის თანაზიარი გახდა.