დაბადების დღის აღნიშვნა საგურამოს დღის ცენტრში

დიდი მხიარულებაა საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში „იალონი“, ცენტრის მეგობრებმა ბუშტებით, ფოიერვერკით, სიმღერითა და კეთილი სურვილებით ლუკა სნიგურს მიულოცეს დაბადების დღე. მილოცვებს და კეთილ სურვილებს ორგანიზაციაც უერთდება, გულწრფელი და თბილი სურვილებით ვულოცავთ ლუკას დაბადების დღეს! გვსურს, ყოველწლიურად, მასთან ერთად აღვნიშნოთ არა მხოლოდ მისი დაბადების დღე, არამედ მისი ზრდა, წინსვლა, განვითარება და ახალი მიღწევები.