ნათიამ სკოლის დასრულების შემდგომ, აკადემიური განათლება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პედაგოგიკის ფაკულტეტზე, დაწყებითი სწავლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით მიიღო.
კვალიფიკაციის ასამაღლებლად მან არაერთ ტრენინგსა და მოკლე საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.
ნათია 2009 წლიდან სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ პედაგოგია. მის ძირითად ინტერესს ინკლუზიური განათლება, მასთან დაკავშირებული გამოწვევები და გადაჭრის გზები წარმოადგენს.