View Post

გერმანული ენის სასაუბრო კურსის შეჯამება

დასრულდა გერმანული ენის სასაუბრო კურსის პირველი ჯგუფის შეხვედრები.

ჩვენმა გერმანელმა მოხალისემ იასომ და კურსის მონაწილეებმა მშობლები და ორგანიზაციის თანამშრომლები მოიწვიეს და ორთვიანი სამუშაო პროცესი შეაჯამეს.

კურსის მიზანი იყო ბავშვებს, მხიარულ, სასიამოვნო და საინტერესო გარემოში, გაეუმჯობესებინათ კომუნიკაციის და სასაუბრო უნარები გერმანულ ენაში.

შეჯამების სახით წარმოდგენილი იყო ვიდეო რგოლი, რომელშიც განსახიერებული ქონდათ გერმანული ზღაპარი, ხოლო მსახიობები კურსის მონაწილეები იყვნენ. შეხვედრის ბოლოს კურსის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ორგანიზაცია „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის“ მადლობას უხდის კურსის თითოეულ მონაწილეს და მშობელს აქტიური ჩართულობისთვის.