ორგანიზაციაში ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) სიახლე გვაქვს — დაიწყო გერმანული ენის სასაუბრო კურსის შეხვედრები, რომელსაც ჩვენი გერმანელი მოხალისე იასო უძღვება.
კურსის ფარგლებში მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ გერმანულ ენას, განივითარონ სასაუბრო უნარები, გაიუმჯობესონ კომუნიკაცია და უფრო ახლოს გაეცნონ გერმანულ კულტურას. სწავლების პროცესი ინტერაქციული და სახალისოა — მონაწილეები ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში, თამაშებში და პრაქტიკულ სავარჯიშოებში, რაც მათთვის სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს და მოტივაციურს ხდის.

