View Post

ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „დიმნა“ ექსკურსია თბილისსა და მცხეთაში

ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „დიმნა“ სერვისით მოსარგებლეები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით აღმოსავლეთ საქართველოს ესტუმრნენ და მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი დღე გაატარეს.

გასვლითი ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა მოინახულეს თბილისის ზოოპარკი და დინო პარკი, სადაც საინტერესო გარემო, ახალი აღმოჩენები და ბევრი სასიამოვნო ემოცია მიიღეს.

ვიზიტის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაწილი ისტორიულ ქალაქ მცხეთაში სტუმრობა იყო, სადაც ბავშვებმა დაათვალიერეს ჯვრის მონასტერი და გაეცნენ საქართველოს კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას. გასვლითი ღონისძიებები ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინტეგრაციას საზოგადოებაში და დადებითან აისახება მათ განწყობაზე.