ორგანიზაციამ ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებასთან თანამშრომლობით დაიწყო საბავშვო ბაღების აღმზრდელების გადამზადება თემაზე: „ადრეული განვითარება და სწავლების მეთოდოლოგია“. ტრენინგების პირველი ეტაპი 25-27 მაისს, საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ ბაზაზე ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას 30 აღმზრდელი იღებდა. ტრენინგს უძღვებოდა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტი ზანდა ჩეჩელაშვილი. ტრენინგების ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ტრენინგი პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული და საჭიროებებზე ორიენტირებული თერაპიული სერვისები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის” ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფონდიდან. პროექტს ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) ახორციელებს.