ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრმა “ჯადოსნურმა სამყარომ” საახალწლო ნაძვის ხესთან, ტრადიციულად, მხარდამჭერები და პარტნიორები მოიხმო და 2024 წელი შეაჯამა. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული ახალგაზრდულმა მოძრაობამ Positive Virus მა გახადა, მან საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში „ანგელოზების დროა“ ჩვენს ირგვლივ მოსიარულე „ანგელოზებს“ მოუყარა თავი და მათი მხარდაჭერით ბავშვებს საახალწლო სურვილები აუხდინა. მინდა თოვლის ბაბუამ ბევრი საჩუქარი მომიტანოს…“ „ძალიან მიყვარხარ თოვლის ბაბუ…“„თოვლის ბაბუ ძალიან მიყვარს საჩუქრები და ახალი წელი, გთხოვ, მომიტანე სათამაშო მანქანა და ტკბილეული…“ „მე წერა არ შემიძლია და ჩემს სურვილს ჩემი ძმა წერს, მიყვარს პრანჭვა და თავის მოვლა, ამიტომ თავის მოვლის საშუალებებს ველი შენგან…“ ამ წერილების ავტორები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყაროს“ აღსაზრდელები არიან. უკვე ტრადიციად იქცა, მათთვის საახალწლო სურვილების ასრულება, რომელშიც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები და ორგანიზაციები გვეხმარებიან და ისინი ხდებიან ბავშვების დღესასწაულის მონაწილეები. ღონისძიება ახალგაზრდრული მოძრაობა Positive Virusის ბენდმა და მოწვეულმა მუსიკოსებმა გაალამაზეს და სტუმრებს საახალწლო განწყობა შეუქმნეს. ჩვენ ერთად შევძელით ერთმანეთისთვის საახალწლო განწყობის შექმნა, ბერვი სიხარულის მინიჭება და კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს და სანამ დედამიწას სიკეთე და სიყვარული ატრიალებს, გვჯერა, რომ ჩვენი ბავშვების წერილები ყოველთვის იპოვნიან ადრესატებს და მათ სურვილები ყოველთვის აუსრულდებათ! Positive Virus Credo Bank / კრედო ბანკი SOCAR