წლის შემაჯამებელი ღონისძიება თერჯოლაში

წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში “საპოვნელა”. ცენტრის ადმინისტრაციამ, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, წლის მნიშვნელოვანი მიღწევები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე მერიის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა, ისინი ცენტრს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დაპირდნენ. ღონისძიებას ასევე საგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკები, მშობლები და ცენტრის მეგობრები ეწრებოდნენ – ადამიანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ზრუნავდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კეთილდღეობაზე. ღონისძიება დღის ცენტრის აღსაზრდელებმა წარმოდგენით გაალამაზეს და მოწვეულ სტუმრებს საახალწლო განწყობა შეუქმნეს. დღის ბოლოს, ცენტრის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები Crystal • კრისტალის თანამშომლებმა და Credo Bank / კრედო ბანკიმა“ გადასცეს, ადგილობრივმა თვითმმართველობამ კი ისინი ტკბილეულით გაახარა.