წლის შემაჯამებელი ღონისძიება ბაღდათში

ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში “დიმნა” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ცენტრის ადმინისტრაციამ მოწვეულ სტუმრებთან ერთად 2024 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. დათოს, მერაბს, ნენეს, საბას, ბარბარეს და კიდევ 13 ბავშვს, თოვლის ბაბუისთვის მიწერილი საახალწლო სურვილები შატო ვარციხე • Chateau Vartsikheს, Credo Bank / კრედო ბანკის და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალის“ მხარდაჭერით აუსრულდათ, ბავშვების გახარებაზე ასევე ცენტრის მეგობრებმა ლალი დარსაველიძემ და ტატო ტაბეშაძემ იზრუნეს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ კი ისინი საახალწლო ტკბილეულის პაკეტებით გაახარა. ღონისძიება დღის ცენტრის აღსაზრდელებმა საახალწლო წარმოდგენით გაალამაზეს და მოწვეულ სტუმრებს საახალწლო განწყობა შეუქმნეს. ღონისძიებას ბაღდათის მერი კახა ენუქიძე მერიის წათანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა, ისინი ცენტრის აღსაზრდელებს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დაპირდნენ. ღონისძიებას ასევე სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკი, მშობლები და ცენტრის მეგობრები ესწრებოდნენ, ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კეთილდღეობაზე.