ინგლისურის გაკვეთილები სარასთან და მონიკასთან ერთად

HEAD – ში სასიამოვნო სიახლეები გვაქვს! დავიწყეთ 10–დან 14 წლის ასაკის ბავშვებისთვის ინგლისური ენის სასაუბრო კურსი ჩვენს მოხალისეებთან – მონიკასთან და სარასთან ერთად. კვირაში ორი დღე, ერთი საათით სასიამოვნო და საინტერესო გარემოში, თამაშითა და მხიარული აქტივობებით, ბავშვები, კომუნიკაციის უნარებთან ერთად გაიუმჯობესებენ სასაუბრო ინგლისურს და ახალ მეგობრებს შეიძენენ.