შატო ვარციხე • Chateau Vartsikheმ, ბაღდათის დღის ცენტრის „დიმნა“ სერვისით მოსარგებლეებს მშობლებთან ერთად, საშობაო სოფელში უმასპინძლა და მათ კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სერვისით მოსარგებლეთა სოციალური და კომუნიკაციური უნარების გამომუშავებას და დადებითად აისახება მათ განწყობებსა და განვითარებაზე.