სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ აღსაზრდელები სამტრედიის #6 საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სადაც სპექტაკლში “ჩხიკვთა ქორწილი” მიიღეს მონაწილეობა.
დღის ცენტრის აღსაზრდელებს უსაზღვრო სიყვარულით შეხვდა დამსწრე საზოგადოება, სპექტაკლმა დიდი ოვაციები გამოიწვია მათში და პატარა მსახიობებმა მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.