სიახლე

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სამტრედიაში

ქალაქ სამტრედიაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მულტიკულტურული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის “ლამპარი“ აღსაზრდელებმა. მათ წარმოადგინეს საქართველოს კუთხე, თავის კულტურითა და ტრადიციული კერძებით.

ღონისძიებაზე ბავშვებმა წარმოადგინეს საკუთარი უნიკალური ხელნაკეთი ნამუშევრები, რომლებმაც ქალაქის მერის ყურადღებაც მიიქცა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.