თოჯინების თეატრის ვიზიტი საგურამოში

საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრს „იალონი“ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის თოჯინების თეატრი ესტუმრა, ე. ჩეპოვეცკის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „ძია ჯამბაზი და თაგუნა მიციკი“. სპექტაკლმა სასიამოვნოდ ჩაიარა და მაყურებელს მხიარული განწყობა შეუქმა, რისთვისაც ორგანიზაცია მადლობას უხდის მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის, თოჯინების თეატრის ხელმძღვანელს და მსახიობებს.