მხიარული დღე „Big Day”–ში

ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ სერვისით მოსარგებლეებს დაბადების დღის ცენტრმა Big Day • ბიგ დეიმ უმასპინძლა. Big Day • ბიგ დეის მხიარულმა და ენერგიულმა წამყვანებმა, ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვებს ბედნიერი და დასამახსოვრებელი წუთები აჩუქეს. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის და დადებითად აისახება მათ ემოციურ მდგომარეობაზე.