წლის შემაჯამებელი ღონისძიება სამტრედიის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში „ლამპარი“

გრძელდება წლის შემაჯამებელი ღონისძიებები ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებში.

დღეს ღონისძიება სამტრედიის ცენტრში “ლამპარი” გაიმართა.

ცენტრის ადმინისტრაციამ, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, წლის მნიშვნელოვანი მიღწევები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითთმმართველობის, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარომამდგენლები, მშობლები და ცენტრის მეგობრები ეწრებოდნენ – ადამიანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ზრუნავდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კეთილდღეობაზე.

ღონისძიება დღის ცენტრის აღსაზრდელებმა წარმოდგენით გაალამაზეს და მოწვეულ სტუმრებს საახალწლო განწყობა შეუქმნეს. დღის ბოლოს, ცენტრის აღსაზრდელებს ტორტით Edemi2009 გაუმასპინძლდა და საახალწლო საჩუქრები Credo Bank / კრედო ბანკის თანამშრომლებმა გადასცეს.