წლის შემაჯამებელი ღონისძიება ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში „ჯადოსნური სამყარო“

კიდევ ერთი ემოციური დღე შედგა ჩვენს „ჯადოსნურ სამყაროში“, ამჯერად სტუმრებს ახალრეაბილიტირებულ ქუთაისის დღის ცენტრის სივრცეში ვუმასპინძლეთ, მოწვეულ სტუმრებთან ერთად წლის მნიშვნელოვანი მიღწევები შევაჯამეთ და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითთმმართველობის, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საგანმანათლებლო, ადგილობრივი არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების წარომამდგენლები ესწრებოდნენ. ადამიანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ზრუნავდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კეთილდღეობაზე.

დღის ბოლოს, ცენტრის აღსაზრდელებს ჩვენმა მეგობრებმა – Credo Bank / კრედო ბანკის და Crystal • კრისტალის თანამშრომლებმა, ასევე ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” მე -4 ა კლასის მოსწავლეების მშობლებმა საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

დღემ სასიამოვნოდ და დადებითი ემოციებით ჩაიარა! ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამშენებლო/სარემონტო საქონლის სავაჭრო კომპლექსს GOGE & Company ას“ ცენტრის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში და რებილიტაციაში შეტანილი წვლილისთვის.