დაიწყო ტრადიციული, წლის შემაჯამებელი ღონისძიებები ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებში.
პირველი ღონისძიება თერჯოლის ცენტრში “საპოვნელა” გაიმართა.
ცენტრის ადმინისტრაციამ, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, წლის მნიშვნელოვანი მიღწევები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ, ისინი ცენტრს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დაპირდნენ.
ღონისძიებას ასევე საგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები, მშობლები და ცენტრის მეგობრები ეწრებოდნენ – ადამიანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ზრუნავდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კეთილდღეობაზე.
ღონისძიება დღის ცენტრის აღსაზრდელებმა წარმოდგენით გაალამაზეს და მოწვეულ სტუმრებს საახალწლო განწყობა შეუქმნეს. დღის ბოლოს, ცენტრის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები Credo Bank / კრედო ბანკის თანამშრომლებმა გადასცეს, ადგილობრივმა თვითმმართველობამ კი ისინი ტკბილეულით გაახარა.

