საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მცხეთის ფილიალის ინიციატივით საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ თანამშრომლებისა და სერვისით მოსარგებლეებისთვის პირველი დახმარების ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პირველი დახმარების ცოდნის ძირითადი საფუძვლების მიწოდება და აუცილებელი უნარების განვითარება. ტრენინგი ეფუძნებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც ტრენინგის მონაწილეებს დაეხმარება გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფ და ეფექტურ რეაგირებაში. ორგანიზაცია „ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის“ მადლობას უხდის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მცხეთის ფილიალს მხარდაჭერისთვის და პირველადი დახმარების ტრენერს – ლუკა კილასონიას საინტერესო და ინფორმაციული ტრენინგისთვის.

