წარმატებული „ქრაუდფანდინგის“ კამპანია

 დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, თქვენი გვერდით დგომით ჩვენ ყოველდღიურად ვცვლით და უკეთესს ვხდით გარემოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის! ხუთთვიანი ქრაუდფანდინგ კამპანიის ფარგლებში, ჩვენ შევძელით 6 743 ლარის შეგროვება. შეგროვებული თანხით ფინანსურად უზრუნველვყოფთ ბაღდათის დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის გარე სივრცის მოწყობას, სადაც ისინი კონკრეტულ საჭიროებებზე ორიენტირებულ თერაპიებთან ერთად შეძლებენ ვარჯიშს, ხტუნვას, საკუთარი ენერგიის დახარჯვას, სოციალური და კოგნიტური უნარების განვითარებას და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებას.