შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „საპოვნელა“ ბენეფიციარები ბათუმს ესტუმრნენ

თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „საპოვნელა“ ბენეფიციარები ბათუმს ესტუმრნენ. მათ მოინახულეს წვერმაღალას პარკი, აკვარიუმი, დელფინარიუმი და დენდროლოგიური პარკი, გაისეირნეს იახტით, დატკბნენ ბულვარის მშვენიერებით და სანაპიროზე ზღვის ხმაურით. ამ დღის სილამაზემ მოლოდინებს გადააჭარბა და ბავშვებს კიდევ ერთი ბედნიერი დღე შესძინა.

ბენეფიციარებისთვის განსაკუთრებულად დაუვიწყარი იყო დელფინარიუმი და მისი ბინადრები. ბათუმის დელფინარიუმთან უკვე მრავალი წელია ვმეგბრობთ და დიდ მადლობას ვუხდით მათ, რომ ყოველთვის მზად არიან თბილად გვიმასპინძლონ. მათთან ყოველი ვიზიტი დაუვიწყარ მოგონებებს ტოვებს ჩვენში.