2022 წლის 20 ოქტომბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების წარმომადგენლები ლიეტუვაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან.
ვიზიტის პირველ დღეს, პერსონალი ,,ნიჯოლე ჯენიტეს სოციალური მზრუნველობის სახლის’’ მუშაობას გაეცნო, სამუშაო პროცესებში უშუალოდ ჩაერთო და მუშაობის წარმატებული მაგალითები გაიზიარა.
სასწავლო ვიზიტი პროექტის ,,სწავლა მეგობრებისგან – პროფესიული გამოცდილების გაზიარება შშმ პირებთან მუშაობისას’’ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფონდიდან. პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.