ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყაროს“ ბენეფიციარები ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრს ეწვივნენ.

დღეს, ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ ბენეფიციარები, ქალბატონ ელეონორა არჩაია მხარდაჭერით, ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრს ესტუმრნენ და ჰექტორ მალოს „უსახლკაროს“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ცისფერი კოცონი“ იხილეს. ორგანიზაცია მადლობას უხდის ქალბატონ ელეონორა არჩაია, რომელიც მუდამ მზადაა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, მხარი დაუჭიროს ჩვენს ინიციატივებს.