ქუთაისის დღის ცენტრში აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღე აღნიშნეს

დღის ცენტრში ვიზიტის მიზანი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სოციალიზაცია და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია იყო. ცენტრის სტუმრებმა ბავშებთან ერთად შემეცნებითი თამაშები ითამაშეს და სხვა გასართობ აქტივობებში ჩაერთნენ.
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
ვიზიტი ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).