13 ოქტომბერს, HEAD-ს ჰქონდა პატივი ემასპინძლა ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს (IWAG) წარმომადგენლებისთვის ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში. IWA-ს (https://iwa.ge/) მხარდაჭერით და EDEC-თან (https://edec.ge/) თანამშრომლობით ორგანიზაციამ შეძლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ბაღდათის დღის ცენტრში სენსორული ინტეგრაციის ოთახის მოწყობა. HEAD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო კუპატაძემ სტუმრებს აჩვენა სხვადასხვა თერაპიული, ჯგუფური აქტივობების და ინდივიდუალური მუშაობისთვის განკუთვნილი სივრცეები, განსაკუთრებით სენსორული ოთახის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც აღჭურვილია სხვადასხვა მასტიმულირებელი და თერაპიაზე ორიენტირებული ინვენტარით, რაც ხელს უწყობს 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ემოციური და გონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და დღის ცენტრის მიერ გაწეული სარეაბილიტაციო მომსახურების ხარისხის გაზრდას, რაც ასევე ხელს შეუწყობს შეზღუდული შესალებლობის მქონე ბავშვთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდას. კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ IWAG-ს მთელ გუნდს მხარდაჭერისთვის.