ტრენინგი ზუგდიდში

ორგანიზაციამ ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის ზუგდიდში დაიწყო საბავშვო ბაღების აღმზრდელების გადამზადება თემაზე: „ადრეული განვითარება და სწავლების მეთოდოლოგია“. ტრენინგების პირველი ეტაპი 22-24 ივნისს, სოციალურ სივრცეში Mego Bar-ში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას 26 პირი იღებდა. ტრენინგს უძღვებოდა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტი ზანდა ჩეჩელაშვილი. ტრენინგების ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ტრენინგი პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული და საჭიროებებზე ორიენტირებული თერაპიული სერვისები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის” ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფონდიდან. პროექტს ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) ახორციელებს.