ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „დიმნა“ აღსაზრდელები შატო ვარციხე • Chateau Vartsikheს ესტუმრენ და ლამაზ, გულითადი მასპინძლობით სავსე გარემოში, კიდევ ერთი ბედნიერი დღე გაატარეს.
ხანის წყლის ხმაურში და ტყის სასიამოვნო სურნელში, ბავშვებმა ცხენებით გაისეირნეს და ახალი შეგრძნებები გამოსცადეს.
შატო ვარციხე • Chateau Vartsikhe არის ადგილი სადაც ვგრძნობთ, რომ ყოველთვის გველიან და მზად არიან ბავშვებისთვის ბევრი სასიამოვნოო მოგონება შექმნან. ორგანიზაცია „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის“ მადლობას უხდის ადმინისტრაციას მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის!

