საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის “იალონი” ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში “მოდი ვითამაშოთ ერთად”.
ინიციატივის „მოდი ვითამაშოთ ერთად“ ფარგლებში “მაკ ჯორჯია” და American Councils” და “FLEX”-ი ორგანიზებას უწევენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შეკრებას და მათთან ერთად გასართობი ღონისძიებების მოწყობას.
“მოდი ვითამაშოთ ერთად” მთავარი მიზანია აქტივობაში ჩართულ ბავშვებს დამეგობრების საშუალება მისცეს. ბავშვების განვითარებისა და ზრდისთვის აუცილებელია სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა. აქტივობები ეხმარება მათ ისწავლონ ახალი უნარები, ხელი შეუწყონ შემოქმედებითობას, გააუმჯობესონ სოციალური ინტერაქცია და გააძლიერონ ფიზიკური შესაძლებლობები.