სახანძრო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული სწავლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებში

ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის მიერ ადმინისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებში ჩატარდა სახანძრო უსაფრთხოების და ხანძრის დროს ქცევის წესების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება.

პედაგოგებმა სერვისით მოსარგებლეებს დეტალურად გააცნეს სახანძრო უსაფრთხოების წესები და მათთან ერთად ჩაატარეს სიმულაციური სავარჯიშოები, რომლებიც მოიცავდა ხანძრის ჩაქრობისა და უსაფრთხო ევაკუაციის პრაქტიკულ პროცესს. მსგავსი სწავლება წელიწადში ორჯერ ტარდება და მიზნად ისახავს როგორც პერსონალის, ასევე სერვისით მოსარგებლეების სწრაფი და სწორი რეაგირების უნარების განვითარებას საგანგებო სიტუაციების დროს.