სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ აღსაზრდელების სტუმრობა საცურაო აუზზე

სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ აღსაზრდელებს სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სპორტული კომპლექსიმ უმასპინძლა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ბავშვების ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და მათი სოციალური უნარების განვითარებას.

წყალში ჩატარებული ვარჯიშები და თამაშები პროფესიონალების ზედამხედველობით წარიმართა, რაც ბავშვებისთვის როგორც სასარგებლო, ისე სასიამოვნო გამოცდილებად იქცა.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოტორული უნარების გაძლიერებას, თავდაჯერებულობის ზრდასა და პოზიტიური ემოციების ჩამოყალიბებას.

დღის ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს ბავშვებისთვის მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მათგანს ექნება საშუალება, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და მიიღოს ახალი გამოცდილება. ორგანიზაციის ადმინისტრაცია მადლობას უხდის შპს სპორტული კომპლექსის დირექტორს ლექსო სტურუას მხარდაჭერისთვის.