სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ აღსაზრდელებისთვის დაუვიწყარი დღე მოეწყო ბათუმის დელფინარიუმში.

დელფინების შოუმ ბავშვებში ბევრი დადებითი ემოცია გამოიწვია, რომელიც დიდხანს გაყვებათ. დელფინების შოუს გარდა, აღსაზრდელებმა დენდროლოგიური პარკი დაათვალიერეს, იშვიათი ჯიშის ფრინველები და ასწლოვანი ხეები ნახეს.

ამ სასიამოვნო დღის განხორციელება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იქნა შესაძლებელი, რომელმაც ბენეფიციარების ტრანსპორტირება უზრუნველყო. დღის ცენტრი ასევე მადლობას უხდის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და დელფინარიუმის დირექციას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.