სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ლამპარი“ სამტრედიის მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლის წარმომადგენლები, მარი ჯულაყიძის ხელმძღვანელობით, ესტუმრნენ და ბავშვებს, სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად, სასიამოვნო მოგონებები აჩუქეს.
დღის ბოლოს, მეგობრობის ნიშნად, ერთობლივი ნახატი შექმნეს, დამშვიდობების დროს კი პირობა დადეს, რომ ამ დღეს დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და ხშირად გაახარებენ ბავშვებს თავიანთი სტუმრობით.