სამედიცინო ცენტრმა „აილაინმა“ ქუთაისის დღის ცენტრის აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

2022 წლის 2 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ აღსაზრდელებისთვის სამედიცინო ცენტრმა „აილაინმა“ მართლაც ჯადოსნური გახადა.
ბავშვებს თავიანთ სივრცეში ზღაპრის გმირებთან ერთად უმასპინძლეს. მხიარულებასთან ერთად, მაღალკვალიფიციური ექიმების მიერ კონსულტაციები მიიღეს და თანამედროვე აპარატურით ჩაუტარდათ ოფთალმოლოგიური კვლევა.
ასევე, დღის ცენტრის 30 ბავშვს და მათ მშობლებს „აილაინის“ სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცათ, რომლის გამოყენებით შესაძლებლობა ექნებათ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კაბინეტებში, მაღალკვალიფიციური ექიმი ოფთალმოლოგებისგან მიიღონ კონსულტაციები და ისარგებლობენ თვალის დიაგნოსტიკური სერვისით.