სამედიცინო ცენტრი ,,აილაინი’’ ბავშვთა დღის ცენტრს ,,ჯადოსნური სამყარო’’ ეწვია

დღესასწაულებზე, დღის ცენტრებს არაერთი სტუმარი სტუმრობს და აღსაზრდელებს ტკბილეულითა და სხვადასხვა საჩუქრებით ანებივრებს.
2022 წლის 26 აპრილს ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს “ჯადოსნური სამყარო” სამედიცინო ცენტრის “აილაინი” წარმომადგენლები ესტუმრნენ და ცენტრის აღსაზრდელებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ტკბილეულითა და სხვადასხვა განმავითარებელი სათამაშოებით მიულოცეს.