აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის პროგრამის სტუდენტმა Lizeta Veruleishvili-მა სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ სერვისით მოსარგებლეებისთვის ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ.
შეხვედრა მეგობრულ და ინტერაქტიულ გარემოში გაიმართა. ბავშვებმა მარტივი და მათთვის გასაგები მაგალითების დახმარებით მიიღეს ცოდნა ბავშვთა უფლებებზე, იმსჯელეს რატომ არის მნიშვნელოვანი მათი დაცვა და რა უნდა გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენენ, რომ მათი უფლებები ირღვევა. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა ბავშვებმა იცოდნენ საკუთარი უფლებები, იგრძნონ მხარდაჭერა და დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი ხმა ყოველთვის მნიშვნელოვანია

