საინფორმაციო შეხვედრა საგურამოში თემაზე „ბავშვის განვითარების ეტაპები“

მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, დაინტერესებული მშობლებისთვის, საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის “იალონის” ბაზაზე გაიმართა შეხვედრა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტ ზანდა ჩეჩელაშვილთან, რომელმაც ისაუბრა „ბავშვის განვითარების ეტაპებზე“. შეხვედრის ბოლოს, მსმენელებს ქონდათ შესაძლებლობა კითხვები დაესვათ და კომპეტენტური პასუხები მიეღოთ. შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული და საჭიროებებზე ორიენტირებული თერაპიული სერვისები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის” ფარგლებში მოგვეცა, რომელიც დაფინანსებულია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფონდიდან. პროექტს ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) ახორციელებს.