საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდში თემაზე „მეტყველების დარღვევები“

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, დაინტერესებული მშობლებისთვის, სოციალურ სივრცეში Mego Bar გაიმართა შეხვედრა ენისა და მეტყველების თერაპევტთან, ლოგომედი • Logomediის დამფუძნებელთან ეკატერინე ჭავჭავაძესთან, რომელმაც ისაუბრა “მეტყველების დარღვევებზე”. შეხვედრის ბოლოს, მსმენელებს ქონდათ შესაძლებლობა კითხვები დაესვათ და კომპეტენტური პასუხები მიეღოთ. შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული და საჭიროებებზე ორიენტირებული თერაპიული სერვისები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის” ფარგლებში მოგვეცა, რომელიც დაფინანსებულია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფონდიდან. პროექტს ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) ახორციელებს.