ორგანიზაციამ ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის “დიმნა” სერვისით მოსარგებლეების მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა, მსმენელებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და პირებისთვის სამომავლოდ დაგეგმილი სარეაბილიტაციო და დღის ცენტრის ტიპის სერვისების დანერგვის შესახებ. შეხვედრა პროექტის „საჭიროებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული დღის მოვლისა და თერაპიის გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა, პროექტი დაფინასნებულია ბულგარეთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის ახორციელებს.

