საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის “იალონი” ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში “მოდი ვითამაშოთ ერთად”.
ღონისძიება ტრადიციულად მშვიდობის კორპუსის მოხალისეების ორგანიზებით და მაკ ჯორჯიას მხარდაჭერით ჩატარდა, ამჯერად ღონისძიების მეგობარი ამერიკის საელჩო იყო!
“მოდი ვითამაშოთ ერთად” მთავარი მიზანია აქტივობაში ჩართულ მონაწილეებს ერთმანეთის უკეთ გაცნობის და დამეგობრების საშუალება მისცეს.