საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრს “იალონი” საპატრიარქოს-ჩოხოსანთა თბილისისა და რუსთავის სადროშოები, თბილისის ქართული ცეკვის სტუდია ,,განდაგანა”, საგურამოს ცეკვის ანსამბლი ,,დავითიანი,, მეგობრებით ესტუმრნენ და ცენტრის ბენეფიციარებს საკონცერტო ნომრებით, უამრავი საჩუქრითა და სიყვარულით გაულამაზეს საღამო. მათი სტუმრობით გამოწვეული სიხარული დიდხანს გაჰყვებათ ცენტრის ბენეფიციარებს
მადლობა ლიკა მოშიაშვილს ამ სასიამოვნო დღის ორგანიზებისთვის, ბევრი დადებითი ემოციისთვის და პირობისთვის, რომ ჩვენი მეგობრობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება!