შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი” ბენეფიციარები ავსტრიული ხორცპროდუქტების კომპანიას „ლოიდლი”ესტუმრნენ.
დღის ცენტრის ბენეფიციარები საწარმოო პროცესს გაეცნენ. კომპანია მათ საკუთარი პროდუქციით გაუმასპინძლდა და სასაჩუქრე პაკეტები გადასცა
მსგავსი ღონისძიებები ბავშვებში პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და დადებითად აისახება მათ განვითარებაზე.