შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი” ბენეფიციარები ხორცპროდუქტების კომპანიას „ლიდერფუდი”ესტუმრნენ.
დღის ცენტრის ბენეფიციარები საწარმოო პროცესს გაეცნენ. კომპანია დღის ცენტრის ბენეფიციარებს საკუთარი პროდუქციით გაუმასპინძლდა და სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.
მსგავსი ღონისძიებები ბავშვებში პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და დადებითად აისახება მათ განვითარებაზე.